Tuesday, August 16, 2011

ჩემი ოჯახის ისტორია

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები ისწავლიან პირველადი, მეორადი, ზეპირი და
                                     ფოტოწყაროების კვლევის საფუძველზე საკუთარი ოჯახის  
                                     ისტორიის დაწერას;
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გამოიკვლევენ საკუთარი ოჯახის ისტორიას                                      გაეცნობიან წინაპრების ცხოვრებას, გენეალოგიას, გამოიმუშავებენ
                                     კვლევის, ინფორმაციის მოპოვების, ორგანიზების, დახარისხების,
                                     კომუნიკაციის უნარს, გამოიყენებენ ისტ საშუალებებს კონკრეტული
                                     დავალებების შესასრულებლად, შექმნიან პირად ბლოგს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გააკეთონ პრეზენტაცია თემაზე: ,, ჩემი ოჯახის
                                     ისტორია";
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი;
ვადები/ხანგრძლივობა: 16 დღე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც უნდა შეიქმნას: ჩატარდება 
                                     პრეზენტაცია- მოსწავლეები გააკეთებენ ინდივიდუალურ                                           პრეზენტაციებს და განათავსებენ თავიანთ ნამუშევრებს ბლოგზე;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საკანცელარიო ნივთები-                                           კალმები, საოჯახო ფოტოები, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოკამერა;
 პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
                                    1.1. პროექტის გაცნობა;
                                    1.2. პროექტის მოსამზადებლად მასწავლებლის მიერ
                                           მოსწავლეებისთვის მითითებების მიცემა; ( 1 დღე)
                                    2. მოსწავლეები იღებენ ინტერვიუებს ოჯახის უხუცესი       
                                        წევრებისაგან, მშობლებისგან, აგროვებენ საჭირო ფოტომასალას;
                                        ( 4 დღე)
                                    3. შესრულებულ სამუშაოებს ამოწმებს მასწავლებელი, აძლევს
                                        მითითებებს; (3 დღე)
                                    4. მასწავლებელი ატარებს დამატებით სემინარებს ისტ-ში:
                                        პრინტერის, სკანერის, PowerPoint-ის გამოყენება, ბლოგის შექმნა;
                                        (2 დღე)
                                    5. მოსწავლეები უკეთებენ ორგანიზებას საკუთარ ნამუშევრებს და
                                        ამზადებენ საპრეზენტაციოდ; ( 4 დღე)
                                    6. ტარდება პრეზენტაცია; ( შეფასება ხდება ქულებით    
                                        ინდივიდუალურად  და  მთელი ჯგუფის, ფასდება
                                        მიზნობრიობა,აქტიურობა, თანამშრომლობა, პრეზენტაცია,   ისტ-ის                                         ეფექტურად გამოყენება. (1 დღე)
                                   7.  მოსწავლეები ახდენენ ნამუშევრების განთავსებას ბლოგზე. (1 დღე)
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია, ისტ.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: iamzejoxadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: გამოქვეყნდება პროექტის დასრულების შემდეგ.


No comments:

Post a Comment