პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები ისწავლიან პირველადი, მეორადი, ზეპირი და
ფოტოწყაროების კვლევის საფუძველზე საკუთარი ოჯახის
ისტორიის დაწერას;
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გამოიკვლევენ საკუთარი ოჯახის ისტორიას გაეცნობიან წინაპრების ცხოვრებას, გენეალოგიას, გამოიმუშავებენ
კვლევის, ინფორმაციის მოპოვების, ორგანიზების, დახარისხების,
კომუნიკაციის უნარს, გამოიყენებენ ისტ საშუალებებს კონკრეტული
დავალებების შესასრულებლად, შექმნიან პირად ბლოგს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გააკეთონ პრეზენტაცია თემაზე: ,, ჩემი ოჯახის
ისტორია";
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი;
ვადები/ხანგრძლივობა: 16 დღე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც უნდა შეიქმნას: ჩატარდება
პრეზენტაცია- მოსწავლეები გააკეთებენ ინდივიდუალურ პრეზენტაციებს და განათავსებენ თავიანთ ნამუშევრებს ბლოგზე;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საკანცელარიო ნივთები- კალმები, საოჯახო ფოტოები, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოკამერა;
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.1. პროექტის გაცნობა;
1.2. პროექტის მოსამზადებლად მასწავლებლის მიერ
მოსწავლეებისთვის მითითებების მიცემა; ( 1 დღე)
2. მოსწავლეები იღებენ ინტერვიუებს ოჯახის უხუცესი
წევრებისაგან, მშობლებისგან, აგროვებენ საჭირო ფოტომასალას;
( 4 დღე)
3. შესრულებულ სამუშაოებს ამოწმებს მასწავლებელი, აძლევს
მითითებებს; (3 დღე)
4. მასწავლებელი ატარებს დამატებით სემინარებს ისტ-ში:
პრინტერის, სკანერის, PowerPoint-ის გამოყენება, ბლოგის შექმნა;
(2 დღე)
5. მოსწავლეები უკეთებენ ორგანიზებას საკუთარ ნამუშევრებს და
ამზადებენ საპრეზენტაციოდ; ( 4 დღე)
6. ტარდება პრეზენტაცია; ( შეფასება ხდება ქულებით
ინდივიდუალურად და მთელი ჯგუფის, ფასდება
მიზნობრიობა,აქტიურობა, თანამშრომლობა, პრეზენტაცია, ისტ-ის ეფექტურად გამოყენება. (1 დღე)
7. მოსწავლეები ახდენენ ნამუშევრების განთავსებას ბლოგზე. (1 დღე)
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია, ისტ.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: iamzejoxadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: გამოქვეყნდება პროექტის დასრულების შემდეგ.